Hero Image
1 December 2020 - 3 December 2020
Virtual
Virtual Trade Mission to Azerbaijan and Georgia 2020

რეგისტრაცია


ონლაინ რეგისტრაციისა და თქვენი პროფილის შექმნის შემდეგ თქვენ გიკავშირდებიან ავსტრიის საგარეო ვაჭრობის ცენტრი სტამბოლიდან, ანკარადან, ან შესაბამისად ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობიდან თბილისსა და ბაქოში და ჩანიშნავენ ონლაინ შეხვედრას თქვენთან და პოტენციურ პარტნიორებთან. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თითოეული ჩანიშნული დრო დაადასტუროთ ან უარყოთ და ასევე თავად მოითხოვოთ თქვენთვის სასურველი საუბარი თქვენთვის სასურველ დროს. ერთი ერთზე ვიდეო-საუბარი შედგება ჩანიშნულ დროს. საჭიროების შემთხვევაში თქვენ გეყოლებათ თქვენი თარჯიმანი თითოეულ B2B-ონლაინ შეხვედრაზე.

სამშაბათს, 1 დეკემბერს, განვახორციელებთ ტექნიკურ ტრენინგს, რათა კარგად გაგარკვიოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვირტუალურ პლატფორმაში და თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ვიდეოსაკონფერენციო ინსტრუმენტი.

1. ონლაინ რეგისტრაცია

დარეგისტრირდით ონლაინ ინგლისურ ენაზე და შექმენით თქვენი პროფილი!

თქვენს პროფილში გთხოვთ მიუთითოთ რა სახის ტექნოლოგიებს / პროდუქტს / და სხვ. სთავაზობთ, რა სახის თანამშრომლობას და კონტაქტებს ეძებთ და ზოგადად რომელ თემებზე გსურთ თქვენს პოტენციურ პარტნიორებთან საუბარი.

ყველა პროფილი ონლაინ განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება თითოეული დარეგისტრირებული მონაწილისთვის. თქვენი პროფილის შეცვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.

2. გამოქვეყნებული პროფილები

ყველა დარეგისტრირებული პროფილი ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნდება. აქედან გამომდინარე, ყველა მონაწილეს აქვს წვდომა თავის პროფილთან. ერთ-ერთი სტატისტიკური ანალიზის შედეგად, რომელმაც 40 სხვადასხვა B2B ღონისძიება გამოიკვლია, დამტკიცდა, რომ სრულყოფილ პროფილებს ღონისძიებებამდე და ღოსნიძიების შემდეგ საშუალოდ 150 - მდე ნახვა აქვს.

3. 1:1 ვიდეო საუბრები

შეტყობინება იმეილის საშუალებით

შეხვედრის ჩანიშვნისთანავე თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელექტრონულად იმეილის სახით, რომელსაც თქვენ სურვილისამებრ დაადასტურებთ, ან უარყოფთ. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ სხვა შეხვედრები მოითხოვოთ.

შეთანხმება ორმხრივი შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ

სასურველი ბიზნესპარტნიორის შერჩევის შემდეგ შეგიძლიათ სასურველი შეხვედრის არჩევა. ნებისმიერ დროს შესაძლებელია სხვა შეხვედრების დამატება.

თქვენი პირადი შეხვედრების განრიგი

ღონისძიებამდე რამოდენიმე დღით ადრე თქვენ მიიღებთ თქვენს პირად შეხვედრების განრიგს ჩანიშნულ დროებთან ერთად, რომელსაც ასევე თან ახლავს ინფორმაცია პორტალზე შესვლის შესახებ ( თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა თავად მოიძიოთ თქვენი განრიგი ონლაინ)

ყურადღება: გთხოვთ გამოიყენოთ მხოლოდ ეს ორი ბრაუზერი -  Mozilla Firefox, Google Chrome, რადგან Internet Explorer ხშირად ხარვეზებით მუშაობს.


კონტაქტები

საგარეო ვაჭრობის სტამბოლის ცენტრალური ოფისი
გეორგ კარაბაჯეკი
ტელ.: +90 212 211 1476
ელ.მისამართი: istanbul@wko.at

საგარეო ვაჭრობის ანკარას ცენტრალური ოფისი
ქრისტიან მაიერი
ტელ.: +90 312 219 21 41
ელ.მისამართი: ankara@wko.at

საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობა ბაქოში
საბირ მამადოვი
ტელ.: +994 12 465 99 10
ელ.მისამართი: baku@advantageaustria.org

საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობა თბილისში
ანა ლატარია
ტელ.: +995 322 434 401
ელ.მისამართი: tbilisi@advantageaustria.org

Registration
Closed since 3 December 2020
Location
Azerbaijan, Georgia
Organised by
Meetings
Participants 88
Meetings 72
Participants
Azerbaijan 45
Georgia 35
Austria 9
Türkiye 5
Total 94
Participants
Company 51
Association/Agency 13
Authority/Government 12
Other 7
Retailer/Wholesaler 6
Consultants 3
R&D Institution 2
Total 94